პროექტის სახელი: გეომეტრია ჩვენს თემში.
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები იკვლევენ თავისი სოფლის ისტორიულ ძეგლებს, ახდენენ მათ კლასიფიკაციას (არქიტექტურული სტილის და მათემატიკური მახასიათებლების მიხედვით). მოსწავლეები არქიტექტურულ ძეგლებში მოცემული ხედების მიხედვით იკვლევენ სივრცულ ფიგურებს, მათ ზედაპირის ფართობს და მოცულობას. მოსწავლეები ახდენენ ხუროთმოძღვრული ძეგლების რელიეფისა და გეოგრაფიული მდებარეობის შესწავლას, ადგენენ ტოპოგრაფიულ რუკას. თემის ირგვლივ იღებენ და აგროვებენ სურათებს ალბომისთვის, ქმნიან ელექტრონულ მატიანეს.
მოსწავლეთა ასაკი:14-15 წელი.
ვადები: 1 კვირა
პროექტის შესაძლო აქტივობები: შესაბამისი ლიტერატურის ფოტო მასალის მოძიება, მოსახლეობიდან ინტერვიუების ჩაწერა. სურათების გადაღება, ტოპოგრაფიული რუკის შედგენა .პრეზენტაცია. ბლოგის შექმნა, შეფასება.
მოსალოდნელი შედეგები: შექმნან "სამახსოვრო ბუკლეტი", სადაც დაფიქსირებულია შესწავლილი ძეგლების მოკლე ისტორიულ-გეოგრაფიული დახასიათება, სივრცული ფიგურების ნახაზები და შესაბამისი ფორმულები. მოახდინონ მარტივი ტოპოგრაფიული რუკის შედგენა შესაბამისი პირობითი ნიშნების გამოყენებით.
სასარგებლო სხვებისათვის: სკოლის მოსწავლე ახალგაზრდობა უკეთესად შეიცნობს საკუთარი რაიონის ისტორიას თითოული ძეგლის შესახებ. ექნებათ შესაძლებლობა რათა დაინტერესებულ პირებს მისცენ საშუალება ადვილად დაადგინონ ტაძრისკენ მიმავალი საუფლო გზა.
სამუშაო ენა :ქართული.
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფეფთან კავშირი: ამ პროექტზე მუშაობით მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კვლევის უნარ-ჩვევები, განუვითარდებათ საკომუნიკაციო უნარები კერძოდ:მოსმენის საუბრის. განუვითარდებათ ისტორიულ-გეოგრაფიული ინფორმაციის მოძიების უნარ-ჩვევა,ექსპედიციის მოწყობის,ინფორმაციის დამუშავების,ხელსაყრელი მასალის წარმოდგენა-პრეზენტაციის,არქიტექტურულ ძეგლებში მოცემული ხედების მიხედვით სივრცული ფიგურების აღქმის უნარი, ფოტო და ვიდეო გადაღებებით კი შეძლებენ ფოტოხელოვნების უნარის გამომუშავებას. მასალის შეგროვებით მოსწავლეები გაერკვევიან კოლექციონერობაშიც,ჩამოუყალიბდებათ გემოვნება , ისწავლიან პროექტზე მუშაობას, შეისწავლიან სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამებს.
პროექტის ფასილიტატორის სახელი: ნანა მელიქიძე
ფასილიტატორის ელ–ფოსტა nanamelikidze@gmail.com